Tempus IV Project

EU EACEA

 პროექტის მიმოხილვა

უმაღლესი განათლების სისტემა ვითარდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით და ყველა შესაძლებლობის გამოყენებით ცდილობს გააუმჯობესოს საგანმანათლებლო პროცესი. ეს თავისთავად გულისხმობს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას და გამოყენებას. აღნიშნული სტრატეგიის მხარდასაჭერად გთავაზობთ მულტიდისციპლინური ინოვაციური ცენტრების დაარსებას ვირტუალური ლაბორატორიების შესაქმნელად ბიოლოგიასა და მედიცინაში (MICVL) პროექტის მონაწილე აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების უნივესტეტებში (ENAU).  ამასთანავე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფილი იქნება მჭიდრო კავშირი განათლებასა და მეცნიერებას შორის.
    ტექნოლოგიების საჭიროებამ უკვე შეცვალა სწავლისადმი დამოკიდებულება, შემეცნებითი პროცესები და შედეგები.  ახალგაზრდა თაობა აღზრდილია ციფრულ ტექნოლოგიებზე, ისინი ფიქრობენ ვიზუალურად და არა სწორხაზობრივად, ისინი იწვრთნებიან მრრავალამოცანიან ნიმუშებზე და უპირატესობას მულტიმედიურ გარემოს ანიჭებენ 3D ტექნოლოგიების ჩათვლით. ტრადიციულ სასწავლო გარემოში მათ მალე სწყინებათ და სჭირდებათ სტიმული რათა უგულისყუროდ არ იყვნენ.
     იმის და მიხედვით თუ როგორ შეცვალა ციფრულმა სამყარომ ინფორმაციისადმი ხელწვდომა და ინფორმაციის მართვა შესაძლებელია იმის დანახვაც თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გამოყენებულ იქნას საგნმანათლებლო პროცესში.
ა) სწავლება ციფრულ ერაში ძალზედ კოლაბორაციულია,

ბ) მოსწავლე არა მხოლოდ პასიური, ინფორმაციის მიმღებია, არამედ სწავლის პროცესში ასრულებს ძალზე აქტიურ, როლს, ავტორის, კრეატორის, შემფასებლის და კრიტიკული კომენტატორის.

გ) შედეგად სწავლის პროცესი ხდება IT ტექნოლოგიებზე დამოკიდებული.

მოთხოვნების და მიუხედავად IT ტექნოლოგიების სესაზლებლობები სრულად არარის გამოყენებული ბიოლოგიურ და სამედიცინო დარგებში. არის შესაძლებლობა ახალი კურსების შექმნისა და მათი შეფასების მეთოდების გაბვითარებისათვის. ევროპურ ქვეყნებშიც კი მხოლოდ რჩეულ უნივერსიტეტებს აქვთ ელექტრონული სწავლების სრულყოფილი მეთოდები. აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების უნივერსიტეტები (ასქუ) კი მხოლოდ ეხლა შეუდგნენ ამ გზას. მნიშვნელოვანია, რომ ისინი განვითარების ნაწილნი იყვნენ და არა მხოლოდ მოგვიანებით შემოუერთდნენ პროცესს შედეგის დონეზე, როგორც ეს უმეტესად ხდება ხოლმე.  ვირტუალური ლაბორატორიების შემქმნელი მულტიდსციპლინური ინოვაციური ცენტრის (ვლმიც) ჩამოყალიბება  ასქუ-ში პრობლემებს გადაწყვიტავს:

ა) სასწავლო პროცესისათვის ვირტუალური სიმულაციების შექმნით,

ბ) ვლმიც ფაკულტეტის მიერ სხვა ტიპის სიმულაციების შესაქმნელად გამოყენების გზით

გ) ფაკულტეტის კვლევით პროცესებში ჩართვით სწავლისა და განათლების ხარისხის ასამაღლებლად,

დ) სტუდენტების ჩართვით პროცესში - როგორც მომხმარებლისა და როგორც მოსწავლის

ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც გააჩნია ვირტუალური სიმულაციების შემქმნელ ინოვაციურ ცენტრს არის ის, რომ იგი ლიმიტირებული რესურსების (ფინანსური, ტექნიკური, თუ ადამიანური) მქონე უნიბვერსიტეტებს, კათედრებსა და ლაბორატორიებს მისცემს უნიკალურ შანსს უზრუნველყონ სრულყოფილი სასწავლო პროცესი, ვინაიდან ეს პროცესი წარიმარტება ვირტუალურად. ამავდროეულად, იაფი ვირტუალური ლაბორატორია იქნება ისეთივე ეფექტური, როგორც ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორია.  ასევე, ვირტუალური სიმულაციები ელექტრონული და დისტანციური სწავლების კარგ ხერხს წარმოადგენენ, რაც იკვეთება EACEA 158627 პროექტთან, რომელიც წარმატებით განხორციელდა სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში. 

ვლმიც ის მიერ შექმნილი პირველი პილოტური პროდუქტი იქნება ვირტუალური ლაბორატორია სამედიცინო მიკრობიოლოგიაში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფერურებისათვის. ვირტუალური ლაბორატორია სტუდენტებს მისცემს კვლევისა და განათლების  კომბინირების, თეორიისა და პრაქტიკის გაერთიანების საშუალებას. 

VMML მოიცავს შემდეგ უპირატესობებს:

a) საშიშ მიკროორგანიზმებთან და რეაქტივებთან მუშაობის გამოცდილებასი ტრენინგს,

b) ჩვეულებრივი ლაბორატორიის გარეთ ასპეტიურ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილების შეძენას,

c) საკვებ არეებთან და სხვა რეაქტივებთან მუშაობის ულიმიტო და უფასო რესურსს,

d)ერთი საგანმანათელებლო წყაროს არსებობას, რომელიც მოიცავს პრაქტიკულის მასალებს, ტესტებს და ა. შ..,

e) სტუდენტის მიერ უკეთ მომზადებას ლაბორატორიული სამუშაოებისათვის

f) მრავლობითი შეცდომების დაშვების შესაძლებლობას სტუდენტის მხრიდან

g) კვლევითი მიზნებისათვის სიმულაციების დაგეგმვას და შექმნას

ვლმიც მდგრადი განვითარებისათვის ასქუ-ს თანამშრომლები გაივლიან შესაბამის ტრენინგებს ევროპულ უნივერსიტეტებში, შეიმუშავებენ ელექტრონული სწავლების სხვადასხვა მეთოდებს. შემდგომ მათ შეეძლებათ უნივერსიტეტის ტანამშრომნლების ტრენინგი შესაბამის ტექნოლოგიებში. ცენტრი გააგრძელებს ვირტუალური სიმულაციების შექმნას პროექტის დასრულების შემდეგაც. პროექტში გარგად არის აღწერილი ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის როლი . ასქუ განსაზღვრავენ პირველად პრობლემებს; საჭირო მატ-ტენიკურ ბაზას, სასწავლო რესურსებს და ა. შ. ერთობლივი გადაწყვეტილებები ააამაღლებენ პროექტის ხარისხს - განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში ბიოსამედიცინო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებისათვის.

 

  პარტნიორობის ხარისხი

წინამდებარე პროექტის ერთ-ერთი უპირატესობაა ძალზე ძლიერ და კარგად სტუქტურიზებული კონსორციუმი ევროპული და ასქუ მხრიდან. ეს კონსორციუმი მრავალი წარმატებით განხორციელებული პროექტის მონაწილეა: JEP-23070, JPCR-158627 (პროექტის კოორდინატორი დოქ. ნინო ფორაქიშვილი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი), რომლების ემსახურებოდნენ დისტანციური და ელექტრონული სსწავლების განვითარებას. პროექტმა JPCR-158627 2012 წელს დაიმსახურა ბრიტანული ტაიმსის ჯილდო უმაღლეს განათლებაში საუკეთესო საერთაშორისო კონსორციუმის შექმნისათვის.

წინა ტემპუს პროექტებმა: JEP-23070 JEP-10207, NP-2117 რომლებიც კოორდინირებულნი იყო პროფ. პ. ლიდიარდის მიერ (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი და ვესტმინსტერის უნივერსიტეტი) დიდი წვლილი შეიტანა სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში ბიოსამედიცინო განათლების რექტრუქტურიზაციიაში სასწავლო მასალების, ლაბორატორიული მოწყობილობების მოწოდებით, ტრენინგების მოწყობით და კურიკულუმების მოდერნიზებით.

ამ პროექტის წინა ვერსია საგრანტო კონკურსზე წარდგენილი გახლდათ 2012 წელს. შემფასებლების დასკვნისა და მოთხოვნების მიხედვით ჩვენს მიერ  წარმოდგენილ აპლიკაციაში შესაბამისი შესწორებები იქნა შეტანილი. ჩვენ კონსორციუმში შემოვიყვანეთ საქართველოდან კერძო უმაღლესი სასწავლებელი „სდასუ“, რომელსაც ადრე არ ქონდა მოგებული ტემპუსის არცერთი პროექტი, ასევე, განვაახლეთ კონსორციუმი ორი ახალი წევრით უკრაინის უნივერსიტეტებით - ოდესის ეროვნული უნივერსიტეტით და ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტით და კერძო IT კომპანიით.

ვესტმინსტერის უნივერსიტეტი (ვუ)- ამ პროექტის აპლიკანტი და კოორდინატორი, გახლავთ სწავლებაში ელექტრონული ტექნოლოგიების გამომყენებელი ერთ-ერთი ნოვატორი უნივერსიტეტი. ვუ სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში ხელმძღვანელობს სამაგისტრო კურსს ელექტრონული და დისტანციური სწავლების მეთოდების გამოყენებით. პროფესორ პ. ლიდიარდს, რომელიც წინამდებარე პროექტის კოორდინატორი გახლავთ  აქვს ძალზე მდგრადი კოლაბორაციული კავშირები საქართველოს და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებთან. მას ამ პროექტის მართვაში დაეხმარებიან პროფ. ნ. ფორაქიშვილი და ადმინსიტრატორი მ. ბაქრაძე. ვუ IT ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი იქნება  ფ. ორადინი - ვუ ინოვაციური და გაცვლითი სასწავლო ტექნოლოგიების უფროსი მასწავლებელი. ვუ გაუძღვება ტრენინგს ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ვირტუალური ტექნოლოგიებისა, ვიდეოებისა და პოდკასტების გამოყენებით.

ლაქვილის უნივერსიტეტი (იტალია) დისტანციური და ელექტრონული სწავლების მეთოდებს დიდი ხანია ნერგავს პარაქტიკაში. ლაქვილის უნივერსიტეტის ჯგუფს სათავეში ჩაუდგება პროფ. გუიდო მაკიაველი, რომელმაც შექმნა და სასწავლო მასალად გამოიყენა ელექტრონული მიკროსკოპი. დოქტორი ჯ. დე გასპერისი გახლავთ წამყვანი IT  სპეციალისტი და სხვა ექსპერტებთან  ერთად იგი სასწავლო მასალების 3D განზომილებაში გადაყვანით დაკავდება. ლაქვილის უნივერსიტეტი ასევე დიდ როლს შეასრულებს ასქუ მონაწილეების ტრენინგში სამგანზომილებიან ტექნოლოგიებში.

ბრესტის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) გვთავაზობს მრავალფეროვან სასწავლო ტექნოლოგიებს და ინოვაციებს, რომლებიც სამგანზომილებიან მოდელირებას ეფუძნება. ბრესტის უნივერსიტეტის ჯგუფს სათავეში ჩაუდგება დოქტორ ჟან პიერ პენეკი, რომელიც გახლავთ სასწავლო პროცესში გრაფიკული ინტერფესის და ვირტუალური პროგრამების გამოცდილი იმპლემენტატორი.

ბიოანიმაციების შემქმნელი ფირმა ბიოანიმი (სლოვენია) გახლავთ ლიდერული კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც სპეციალიზირდება სასწავლო ანიმაციების კომპიუტერული პროგრამების შექმნაში. ფირმის  დირექტორი ბატონი ტ. ამონი გახლავთ არაერტი ევროპული პროექტის წარმატებული მონაწილე. იგი ბატონ ჯ. დე გასპერისთან ერთად დიდ მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიების ასათვისებლად ჩატარებულ ასქუ მონაწილეების ტრენინგში.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) გაჩნია ძლიერი IT დეპარტამენტი და ყველა საჭირო ბაზა ვირტუალური სიმულაციების ჩასართავად სასწავლო პროცესში. ის იქნება რეგიონალური პლატფორმა პროექტის იმპლემენტაციისა და გავრცელებისათვის. თსუს კარგი დისტანვიური და ელექტრონული სასწავლო რესურსები აქვს. საკონტაქტო პირი -პროფ. ნ. გაჩეჩილაძე გახლავთ არაერთი წარმატებული ტემპუსის პროექტის მონაწილე. თსუ ამ პროექტში შეასრულებს რეგიონალური ვლმიც როლს.

დოქ. ნ. ამაღლობელი არის ინტელექტუალური საკუთრებების ეხპერტი, „საქპატენტი“ს თანამშრომელი და იგი კონსორციუმს გაუწევს კონსულტაციებს შექმნილი პროდუქტის იურიდიული კუთხით დარეგისტრირებისათვის, ასევე ანალოგიური სერვისის გაწევაც „საქპატენტს“ შეუძლია აზერბაიჯანსა და უკრაინაშიც.

სდასუ მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში, ვირტუალური სასწავლო სიმულაციების შექმნა და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში სდასუს ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა.

ბაქოს სახელმწიფო და აზერბაიჯანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტები ადრეული კონსორციუმის ფარგლებში ჩართული გახლდნენ ჩვენს მიერ განხორციელებულ ტემპუსის წარმატებულ პრტოექტებში. ორივე წამყვანი უნივერსიტეტი უმაღლესი განათელების რესტრუქტურიზაციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყანაში, გააჩნიათ შესაბამისი IT რესურსები და მად არიან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

ოდესისა და ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტები ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტებია, მათ დიდი გამოცდილება გააჩნიათ საერთაშორისო და კერძოდ ტემპუსის პროექტების მართვაში, აქვთ ძლიერი IT განყოფილებები და ვირტუალური სასწავლო სიმულაციებისშექმნა მათთვისაც პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.

 პროექტის შინაარსი და მეთოდოლოგია

ამ პროექტის მთავარი მიზანია დაარსოს ბიოლოგიისა და მედიცინის მულტიდისციპლინური ინოვაციური ცენტრი (MICVL) რომელიც აწარმოებს ვირტუალურ სიმულაციის პაკეტებს საგანმანათლებლო მიზნით. ეს გულისხმობს , სწავლის ინოვაციურ გზებს და მეთოდებს , რომელიც წარმოდგენილი იქნება აღმოსავლეთ სამეზობლოს უნივესიტეტებში რათა დაინერგოს ტექნოლოგიებით  სწავლება, რამაც უნდა შეუწყოს ხელი და გააუმჯობესოს მოტივაცია და სწავლების მდგომარეობა , ევროპელი მხარეების დახმარებით, რომელთაც აქვთ გამოცდილება ამ საქმეში. ვირტუალური ლაბორატორია იქნება საგანმანათლებლო რესურსების კომპლექტი, რათა უზრუნველყოს განათლება და  სწავლება სპეციალური დისციპლინით ბიოლოგიასა და მედიცინაში. ჩვენ ვიმედოვნებთ  რომ MICVL გაზრდის სწავლის და გამოკვლევების მეთოდებს , რომლებიც ადეკვატურად ეწყობა საგანს და აძლევს  სტუდენტს უფრო  მდიდარი წარმოსახვის, მეტი გამოგონებისა და და გამოკვლევის საშუალებას რადგან მან დააკავშიროს თეორიული მასალა გამოკვლევასთან და პროფესიულ პრაკტიკასთან:
მიზანი 1 -  ბიოლოგიისა და მედიცინის მულტიდისციპლინური ინოვაციური ცენტრის დაარსება ვირტუალური ლაბორატორიების განტვითარებისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოში,
მიზანი 2 -ვირტუალური მედიცინის , მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის შექმნა როგორც საპილოტე პროგრამა MICVL - ის შესაქმნელად.
მიზანი 3 – VMML - ის ეფექტური სქემის განვითარება , კომერციალიზაცია და გაპიარება.
მიზანი 4 -  პროექტის პროდუქტის გავრცელება შიგნითა და გარეთა გავრცელების სტრატეგიით.
პროექტის  განხორციელება დაგეგმილია 4 საფეხურით
პირველი საფეხური ეკუთვნის ეფექტური გუნდის  ჩამოყალიბებას რეგიონულ ცენტრში TSU-ში .
თითოეული ცენტრი იქნება მართული 3 მთავარი წევრის  მიერ.
                          I. ინოვაციური, ტექნოლოგიური/გამოკვლევის ჯგუფი ჩართავს IT სპეციალისტებს, post graduated and Bsc სტუდენტებს მათემატიკისა და IT – ის დეპარტამენტიდან. ამ ჯგუფის მიზანი იქნება ის რომ  შექმნან ვირტუალური სიმულაციები (VS) რაც აგრეთვე ხელს შეუწყობს PhD პროექტს.
                        II. თეორიულ/საგანმანათლებლო ჯგუფი ჩართავს აკადემიკოსებს  შესაბამისი გამოცდილებით. ამ ჯგუფის მიზანი იქნება შექმნას შინაარსი პირველი (VS) ჯგუფისთვის. ჩვენ გავზარდეთ MSc და  BSc სტუდენტების რაოდენობა  პირველ და მეორე ჯგუფში.
                        III. ბიზნეს განვითარების ჯგუფი ჩართავს კონსულტანტს National intellectual Property - დან რეგიონულ  MICVL , რომელიც იქნება შერეული ჯგუფი   IT - ის სპეციალისტებისა  და  აკადემიკოსების. ჯგუფის მიზანი იქნება  IP (სერვერით) უზრუნველყოფა და საბოლოო პროდუქტის  მარკეტინგი და პიარი. ჩვენ უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებთ შესაბამისი IT კომპანიების ასარჩევად რათა დავადგინოთ კავშირი პროექტის სამომავლო მდგრადი განვითარებისთვის რომელსაც მოჰყვა გამოხმაურება 2012 წლის შეფასების დროს.
               მეორე საფეხურზე , ჩვენ ვგეგმავთ ENAU - ს ჯგუფის ინტენსიურ ტრენინგს IT - ისა და ბიომედიცინის ექსპერტებთან. რამოდენიმე ტრენინგი იქნება ორგანიზებული ვიდეო კონფერენციით.  პარალელურად  მუდმივი ინტენსიური ტრეინინგი იქნება ყველა ევროპულ პარტნიოთან  ვირტუალური ტექნოლოგიების  ექპსპერტებზე  დაყრდნობით. 
UoW:  ვირტუალური სწავლების  გარემო, ჯანმრთელობის და  უშიშროების  ვირტუალური  სიმულაციები   , პოდკასტები და  ვიდეო  გადაცემები.
UoW და UNIVAQ: პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება. 
UNIVAQ:  ადგილმდებარეობა ვირტუალურ სამყაროებში ;  OpenSim
UNIVAQ  და UBO : Unity 3D სიმულაციები ;
UBO:  მოწინავე გრაფიკული ინტერფეისი multicore პროგრამით
BIOANIM: მეცნიერული , საგანმანათლებლო ანიმაციის პროგრამული უზრუნველყოფა
 ამ სტადიაზე MICVL იქნება  აღჭურვილი კომპიუტერებით და პროგრამებით და იმუშავებენ ვებსაიტის დიზაინის შექმნაზე. 2012 წლის გამოხმაურების თანახმად  ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ რომ წინა ტემპუსის პროექტისთვის შეძენილი კომპიუტერები ნამდვილად გამოსადეგია დისტანციური სწავლებისთვის , მაგრამ ტექნიკა სწრაფად ძველდება.  MICVL - ისთვის შეუძლებელი იქნება უზრუნველყოს მაღალხარისხიანი ვირტუალური პაკეტები შესაბამისი დონის კომპიუტერული აღჭურვილობისთვის.
MICVL ის დანერგვა ENAU - ში  დამთავრდება როცა თითოეული  MICVL-ის სტატუსი იქნება ცალკე გაფომებული დოკუმენტი

თითოეული  MICVL  იქნება წარმოდგენილი როგორც სამკუთხედი 3 ჯგუფის რჩევებისგან.        6ივე  MICVL - ი  3 ENAU - დან  იქნება ჩართული  სამკუთხა კავშირის დასამყარებლად.
                         მესამე საფეხურის გეგმებია , რომ შეიქმნას ვირტუალური სამედიცინო მიკრობიოლოგიის ლაბორატორია (VMML) როგორც პილოტური სქემა. ამ მიზნით ჯგუფი II (განათლების)ჯგუფი I (ინოვაციური ტექნოლოგიური/საგამოკვლევო) -ის დახმარებით  ააწყობს აკდემიურ ნაწილს     თითოეული MICVL  ისთვის VMML - ის შეთავაზებით. ეს თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი  შესაბამისი ტექნოლოგიის განსაზჭვრაში თითოეულ ასპეკტში ვირტუალური ლაბორატორიის შექმნისას. რესურსების არჩევანი  გასაგზავნი პლატფორმები და ტექნიკა იქნება ინფორმირებული ორივე საგანმანათლებლო და პარტიკული საჭიროებით, რათა საბოლოო გადაწყვეტილება იყოს გამოსაყენებელი და  პრაკტიკული და ეფექტური.
                სახელოსნო თსუ-ს რეგიონულ ცენტრში იქნება ორგანიზებული პირველი 6 თვის შემდეგ. ამ გადაწყვეტილების თანახმად VMML -  ის საბოლოო ვერსია აკადემიური მასალა იქნება მზად . იმ მიზნით რომ თავი მოვუყაროთ  აკადემიური ნაშრომი  ვირტუალურ ენაში კონცეპტუალური მოდელებისა და სცენარის თითოეულ თემაზე  გამოყენებით, პროექტის  კონსორციუმი ერთად მორთავს  ვირტუალ პაკეტებს შემოთავაზებული VMML - ის პაკეტებს,  თანამედროვე პროგრამებით, კომპიუტერტული ტექნოლოგიები და ექსპერტიზა შეძენილი ტრეინინგის დროს.

ვირტუალური პაკეტების განვითარება VMML-ისთვის იქნება დაფუძნებული
(a) ბაზა მიკროორგანიზმების კლასიპიკაციისთვის - გამოწვევი აგენტები
(b) ვრცელი სურათების ბიბლიოთეკა და ანიმაციები.
(с) ვიდეოთი გადაღებული ცოცხალი ექეპერიმენტები
(d) ფართო ჩამონათვალი ელექტრონული ცნობების და  ვებ რესურსების
(e) ვირტუალური სამყაროს ადგილი
შემდეგი სცენარის აზრი VMML-ისთვის იქნება წარმოებული ვირტუალური პაკეტებისგან
(a) ლაბორატორიის ორგანიზაცია და მოვლა
(b) საჭირო აღრჭურვილობა , მისი გამოყენება და მოვლა
(с) სიმულაცია და მომზადება ექსპერიმენტების რომლებიც იყო შექმნილი სწავლებისთვის ვირტუალურ ლაბორატორიაში
(d) ჯანმრთელობის  და უსაფრთხოების პროცედურები , რომლებიც იქნება საჭირო არასწორი პრაქტიკის ამოსაცნობად ვირტუალურ ლაბორატორიაში
(e) საჩვენებელი ლაპარაკი , გამოცდები და მიკროორგანიზმების კლასიფიკაცია
(f) დეტალური გამოცდა კონკრეტულ შემთხვევებში ინფექციური დაავადებების დროს. რამოდენიმე სწავლების ხერხი იქნება ყველაზე ხშირ ინფექციურ დაავადებების შესახებ და სხვებზე რომლების   მოთავსება საშიშია ჩვეულებრივი მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში ან სხვა დაწესებულებებში. მაგ : ტუბერკოლოზი და HIV
მთავარი საგნის-სპეციფიკის ტექნოლოგიური მიდგომები იქნება შემდეგი :
(a) 3D - წამოსახვითი ლაბორატორია
(b) მულტიპლიკაციური ლაბორატორია
(с) მათემატიკური მოდელები
(d) second life-ის ელემენტები : OpenSim , Unity3D და ასშ.

ლაბორატორიად თავისთავად იქნება პორტალი რომელიც უზრუნველყოფს ცენტრალურ ადგილს სადაც იქნება ყველა რესურსი. ეს შეიძლება არსებობდეს  სხვადასხვა ფორმებში, რომლიც იქნება შეფასებული და გაზომილი  ტექნიკის დახმარებით. გასათვალისწინებელია, რომ ლაბორატორია მოიცავს ინტერაქტირულ 3D ფორმას, ასე რომ ეს შეიძლება იყოს წარმოდგენილი  ვებ პორტალით რომელიც  ხელმისაწვდომს გახდის რესურსებს. ეს სამუშაო იქნება ინტერდისციპლინის საგანი Msc და PhD კვლევით პროექტებში, ბიომედიცინასა და IT ტექნოლოგიებში ENAU და  EU უნივერსტეტებში.
პროექტის ფინალური საფეხური არის შედეგების გავრცელება და მდგრადი განვითარება.
შემდეგი  გრძელვადიან პერსპექტივებს ხელი შეეწყობათ განსავითარებლად :
(a) პროექტის განვიტარებისთვის მოეწყობა აკადემიური , ფინანსური და ტექნიკური ბექრაუნდი
(b) ღრმა პარტნიორობა EU პარტნიორებთან და კავშირების გაძლიერება რეგიონულ პარტნიორებთან
(c) ENAU -  პერსონალის ტრეინინგი
(d) ეფექტური პიარ კომპანიის შექმნა საერთაშორისო დონეზე
(e) კავშირების დამყარება შესაბამის IT საწარმოებთან
პროექტის შედეგების გავრცელება მოიცავს ორივე ინტერნულ და ექსტერნულ გავრცელებას
მიდგომები ინტერნულ გავრცელებასთან იქნება შემდეგნაირი

(a)    ორმხრივი მოქმედების გეგმის შექმნა შიდა  გავრცელებისთვის

(b)   MICVL - ის მოდელის გავრცელება და რეკლამირება სხვა დარგებისთვის

(c)    აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის ინფორმაციული სემინარების ორგანიზება

(d)   დაინტერესებული პირებისათვის on-line რესურების გამოყენება ინფორმაციის გასავრცელებლად

(e)    IT , ბიზნესის და მარკეტინგის განხრის მაგისტრანტების და დოქტორანტების მოზიდვა

ექსტერნული დისემინაციის პროცესისთვის განხორციელდება შემდეგი :

(a)             რეგიონულ დონეზე სამიზნე ჯგუფებისთვის საპბულიკაციო მასალების ფლაერების ლიფლეტების და ბუკლეტების გავრცელება

(b)   არაპარტნიორული რეგიონალური უნივესიტეტების ადმინისტრაციული და აკადემიური პრესონალისთვის ინფორმაციული სემინარების ორგანიზება

(c)    მას-მედიის საშუალებებით ფართომასშტაბიანი სემინარების მოწყობა

(d)   რეგიონალური უნივერსიტეტებისა და საზოგადოების მოთხოვნის მიხევით დისკუსიების მოწყობა

პროექტის დამთავრებამდე მოეწყობა ყველა პარტნიორი ქვეყნის მონაწილეების სემინარი რომელიც განიხილავს პროექტის შედეგების დესემინაციის რეკომენდაციებს რეგიონისათვის VMML - ის კომერციალიზაციისა და  რეკლამირების გზით .  MICVL- აამაღლებს პედაგოიური ინოვაციის დონეს, კოლაბორაციის კოგნიტიური პროცესების და სწავლების სხვა მეთოდების განვითარებით პროგრესის ინდიკატორების შესრულების მიხედვით განისაზღვრება პროექტის ხარისხის კონტროლი. ხარისხის კონტროლის მექანიზმები დაიგეგმება  კონსორციუმის წევრების საკოორდინაციო ყოველწლიურ შეხვედრებზე. ვესმისტერის უნივესტეტი უხელმძღვანელებს პროექტის განვითარების,  მენეჯმენტის დესემინაციის და შეფასების პროცესს. პროექტის მენეჯმენტი განისაღვრება ინტერნული და ექსტერნული მენეჯმენტით :
 წლიური ორ-ორი ვორკშოპის და საკოორდინაციო შეხვედრების, on-line ვიდეო კონფერენციების საშუალებით.

 პროექტის დისემინაცია და განვითარება

პროექტის შედეგების დისემინაცია და მდგრადი განვითარება არის პროექტის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. პროექტის შიდა დისემინირებისათვის დაგეგმილია 6ვე მონაწილე აღმოსავლეთ სამეზობლოს უნივერსიტეტების მიერ პროექტის შედეგის ოპტიმალური უტილიზაცია. მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ MICVL აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების უნივერსიტეტების საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურებში ცენტრალური ადგილი დაიკავოს. მნიშვნელოვანია, რომ MICVL მოდელი გავრცელდეს და სხვა დარგებშიც ბიოსამედიცინო დარგის გარდა, ისეთ სფეროებში როგორიცაა: ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის, მათემატიკური მოდელირების და სხვ...

ექტერნული დისემინაციისათვის მოხდება მიღწეული შედეგების გაზიარება აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა უნივერსიტეტებისათვის.

დისემინაციის ხელის შესაწყობად საჭიროა:

  1. შეიქმნას პროექტის ვებსაიტი, რომელიც მოიცავს პროექტის მიზნების, კონსორციუმის და ა.შ.  ვირტუალური სიმულაციების პაკეტების, პროგრამის ინსტალაციის აღწერას, ვებსაიტი იქმენა მულტიენოვანი და ზედ განთავსდება პარტნიორი უნივერსიტეტების შესაბამისი ლინკები,
  2. პ[როექტის აღმწერი ბუკლეტები და ლიფლეტების გამოცემა,
  3. პირველი საპილოტო პროდუქტის ჩაწერა საინფორმაციო მატარებლებზე: i-pod, i-pad და სხვ
  4. ბიოსამედიცინო დარგის გარდა, სხვა დარგების სტუდენტების დაინტერესება და ჩართვა ვირტუალური სიმულაციების სექმნის პროცესში,
  5. მას-მედიის საშუალებებით ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელება პროექტის პროდუქტის შესახებ,
  6. ფრათო საზოგადოებისათვის საინფორმაციო სემინარების მოწყობა,
  7. ინდივიდუალური დისკუსიების მოწყობა .

პროექტის მდგრადი განვიტარებისათვის იგეგმება რეგიონალურ უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაღრმავება, ეფექტური პიარ კამპანიის დაწყება, ელექტრონული და დისტანციური სწავლების ხელის შეწყობა, პროექტის აქტიური იმპლემენტაცია სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებში.