Tempus IV Project

EU EACEA

 

„ბიოლოგიისა და მედიცინის დარგებისათვის ვირტუალური ლაბორატორიების განმავითარებელი  მულტიდისციპლინური ინოვაციური ცენტრის შექმნა” (EMICVL)

 

პროექტის მიზანი

პროექტის არსი მდგომარეობს ევროპული უნივერსიტეტების მონაწილეობითა და დახმარებით პროექტში ჩართული  6ვე აღმოსავლეთ პარტნიორ უნივერსიტეტში ინოვაციური მულტიდისციპლინური ცენტრის ჩამოყალიბებაში, რომელიც იმუშავებს სამედიცინო და ბიოლოგიური დარგებისათვის ვირტუალური ლაბორატორიების შექმნისათვის. ეს კოლაბორაციული პროექტი ხელს უწყობს მეცნიერებისა  და განათლების მყარ კავშირს ერთმანეთთან ინოვაციური ტექნოლოგიების გზით. 

... სრულად

საკოორდინაციო შეხვედრა თბილისში

შეხვედრის მონაწილეების სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ ნინო გაჩეჩილაძეს გაჩეჩილაძეს, შეხხვდერის ორგანიზებისათვის და ასევე ნუნუ მიცკევიჩს, თამარ ცერცვაძეს, ნინო ჭიკაძეს და მარინა თევზაძეს მათ მიერ გაწეული შრომისათვის. კოორდინატორები ასევე მადლობას უხდიან შეხვედრის ყველა მონაწილეს საქმიან და სასიამოვნო გარემოში მუსაობისათვის

პიტერ ლიდიარდი და ნინო ფორაქიშვილი 

იხილეთ მეტი...

პარტნიორ უნივერსიტეტების კოლაბორაციის ისტორია

ვესტმინსტერის უნივერსიტეტი ევროპული მხრიდან გახლდათ მრავალი სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებთან ერთობლივად განხორციელებული წარმატებული პროექტის პარტნიორი. მან ხელი შეუწყო საქართველოს, სასომხეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების მყარი კონსორციუმის შექმნას. ამ კონსორციუმის მონაწილეეები სხვადასხვა დროს განხორციელებული პროექტების ფარგლებში ( JEP-23070, JEP-10207, NP-2117) გახდნენ: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის სახელმწ. უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ევროპული უნივერსიტეტებიდან კონსორციუმის მონაწილე წლების მანძილზე გახლდნენ: ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი და ვესტმინსტერის უნივერსიტეტი (ინგლისი), ბრესტის უნივერსიტეტი (სარანგეთი), ლაქვილას უნივერსიტეტი (იტალია). 

იხილეთ მეტი...