Tempus IV Project

EU EACEA

დიდი ბრიტანეთი


ვესტმინსტერის უნივერსიტეტი  (UoW) 

 

ვესტმინსტერის უნივერსიტეტი დაარსებისთანავე, 1838 წლიდან  ინარჩუნებს ინოვაციური ტექნოლოგიების დემონსტრირების ტრადიციას. ის  საზოგადოებას სთავაზობს  კვალიფიკაციის პორტფელს საინჟინრო, სამეცნიერო, სავაჭრო, არქიტექტურის, შემოქმედებითი ხელოვნების, ენებისა და სამართლის დარგებში, რომლებშიც შედის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.  ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მკაცრი სასწავლო მმართველობა და პრინციპების ერთგულება ცოტა ხნის წინ აღიარებული იქნა გაერთიანებული სამეფოს ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2010 წელს. 2008 წელს, ვესტმინსტერის უნივერსიტეტმა თავისი წარმატებით კვლევის შეფასებაში (RAE) ხელახლა დაადასტურა თავისი პოზიცია,  როგორც კვლევის საპატიო პარტნიორმა, 20 დარგობრივ სფეროში მის მიერ წარდგენილი ნამუშევრების 80% არა მხოლოდ ადგილობრივი,არამედ საერთაშორისო მნიშვნელობისაა. ვესტმინსტერის უნივერსიტეტი წარმოადგენს მრავალფეროვან, ძლიერ, პროფესიულ სასწავლო გარემოს ლონდონის გულში, სადაც ხელს უწყობს ინოვაციებისა და შემოქმედებითობის განვითარებას. უნივერსიტეტი აღიარებულია თავისი პრაქტიკით - ინფორმირებული კვლევითა და ინტერნაციონალიზმით, დასაქმების შესაძლებლობითა და ყველა საქმეში მწვანე-აზროვნების (ეკოლოგიური) ჩართულობით.  

საკონტაქტო პირი: პიტერ ლიდიარდი

115 New Cavendish Street

London

W1W 6UW

United Kingdom

T: +44 1689 830 777, +44 7906169479

Fax: +44 207 911 5087

Email: lydyarp@westminster.ac.uk


 

იტალია


ლაქვილის უნივერსიტეტი Università degli Studi dellAquila (UNIVAQ)

UNIVAQ დაარსდა 1949 წელს და ამჟამად სწავლობს 24,000 სტუდენტი, მუშაობს 644 მასწავლებელ-მკვლევარი, 504 ადმინისტრაციული და ტექნიკურ პერსონალი. იგი მოიცავს 9 ფაკულტეტს, 17 კათედრას, 2 შესანიშნავ კვლევით ცენტრს (CETEMPS, dews), 3 უწყებათაშორის კვლევით ცენტრს და 45 საბაკალავრო, 46 სამაგისტრო, 1 საფაკულტეტთაშორისო სამაგისტრო, 22 სადოქტორო პროგრამას, 40 სპეციალობის სკოლასა და 30 სპეციალიზაციის კურსს.

UNIVAQ ეწევა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს და ერთობლივი სამეცნიერო კვლევებს და გააჩნია 3 ათეულ წელზე მეტი გამოცდილება ბიომედიცინაში, ავტომატიკაში, მიკრო და ნანო ელექტრონიკაში, კომპიუტერული მეცნიერებაში, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში. ასევე გააჩნია ძლიერი ელექტრონული მიკროსკოპიის ცენტრი და კარგად აღჭურვილი ლაბორატორიები მაღალკვალიფიციური პერსონალით. TEMPUS წინა პროექტების მეშვეობით UNIVAQ-მა შეიმუშავა განვითარებადი მულტიმედიური კურსები ჰემატოლოგიასა და იმუნოლოგიაში. ამჟამად UNIVAQ მრავალჯერადი მაგისტრის ხარისხის კოორდინატორია საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ვებ ტექნიკაში, და მონაწილეობს  FP-7-ში: APRE, AURE, TERENCE და RIPPLE.

საკონტაქტო პირი: მაკიარელი გვიდო

25 Via Giovanni Falcone
l’Aquila, Abruzzo
67100
იტალია
T: +39 0862 432762, +39 3495899114
Fax: +39 0862 432761

Email: gmacchiarelli@cc.univaq.it


 

საფრანგეთი


დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტი  (UBO)

დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტში ამჟამად სწავლობს 20,000-ზე მეტი სტუდენტი. UBO წარმოადგენს მულტიდისციპლინარუი უნივერსიტეტს, რომელიც აქტიურია ელექტრონულ სწავლებაში, ბიოლოგიური და სამედიცინო საგნებში. UBO გვთავაზობს უნარების განვითარების ფართო სპექტრს, როგორიცაა მაღალ დონეზე კვლევები ბიოლოგიურ და კომპიუტერულ მეცნიერებებში, ტექნოლოგიების გადაცემასა და ინოვაციების შემუშავებაში. იგი ჩართულია ევროპისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელებში. UBO არის Européenne de Bretagne PRES-ის წევრი, რომელიც აერთიანებს და აერთიანებს უმაღლეს სასწავლებლებს. UBO განხორციელებული აქვს თანამშრომლობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში: VLE, ციფრული სასწავლო ერთეულის კოპროდუქცია 70-ზე მეტ მოდულთან. განსაკუთრებული მზრუნველობას იჩენს სტუდენტის სამუშაო ადგილზე დასაქმებასა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლების ინტეგრაციის მიმართ. Moodle პლატფორმით შესაძლებელია დისტანციური სწავლება. UBO პარტნიორია ფრანგული სამედიცინო Virtual University და გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების Virtual University-ის. UBO ახორციელებს რამდენიმე საერთაშორისო ერთობლივი და ორმაგი ხარისხის პროგრამებს უნივერსიტეტებთან ლიბანში, მექსიკაში, კანადაში, ლაოსსა და ინდონეზიაში.

 

საკონტაქტო პირი: ჟან-პიერ პენეკი   

22 Avenue Camille Desmoulins
Brest
ბრეტანი
29238- Brest
საფრანგეთი
T: +332 9801 6462 

Fax: +332 98016313

Email: jpennec@univ-brest.fr


 

სლოვენია


AMNIM, სამეცნიერო ვიზუალიზაციის ცენტრი (BIOANIM)

AMNIM არის უაღრესად კარგი რეპუტაციის მქონე კერძო კომპანია, რომელიც აწარმოებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამულ პაკეტებსა და პროექტებს, რომლებიც მოიცავს ბიოსამედიცინო ანიმაციებს ვირტუალურ რეალობაში, როგორიცაა უჯრედის, ქსოვილის, ადამიანის სხეულის და ა.შ. სტრუქტურა და ფუნქცია. პროგრამული პაკეტი „Cell-Tissue-Human Body“ (უჯრედი-ქსოვილი-ადამიანის სხეული), აღიარებულია სლოვენიის განათლების სამინისტროს მიერ როგორც ოფიციალური საგანმანათლებლო ინსტრუმენტი. მისი ინგლისური ვერსია განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე. AMNIM შეირჩა იმისთვის, რომ შევიდეს Awesome ბიბლიოთეკაში, სადაც განთავსებულია კოლექცია K-12 განათლების სფეროს ფარგლებში და ნომინირებული იქნა Stockholm Challenge Award-ზე.  AMNIM ასევე არის ევროკავშირის პროექტის პარტნიორი მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის  სცენარის განვითარებაზე 3D-ში, მრავალმომხმარებლიან გარემოში, რომელიც შედიოდა სლოვენიის პროექტში უწყვეტი განვითარების E-შინაარსი სლოვენიაში, რომელიც ნახევრად ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული, TERENCE FP-7 პროექტის ფარგლებში, სადაც AMNIM თანამშრომლობს ლაქუილას უნივერსიტეტთან.

საკონტაქტო პირითომას ამონი

3 Gorazdova

ლუბლიანა

დას. სლოვენია

S1-1000

სლოვენია

T: +386 1 5057 508

Fax: +386 1 5057 508

Email: tomaz.amon@bioanim.com


 

საქართველო


ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) განათლებამ განიცადა ღრმა რესტრუქტურიზაცია და ახლა ის აკმაყოფილებს ბოლონიის პროცესის მოთხოვნებს. 2005 წელს, თსუ შეუერთდა ბოლონიის დეკლარაციას საქართველოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად.  ამჟამად დაახლოებით 27,000 სტუდენტი სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ-ს გააჩნია ძლიერი საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტიგანყოფილება,  მართავს ინტრანეტ  და ინტერნეტ  საშუალებებს, გააჩნია კომპიუტერის კლასტერები და შეუძლია უზრუნველყოს ონლაინ მხარდაჭერა, რაც საჭიროა ელექტრონული და ვირტუალური სწავლებისთვის. თსუ-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალა სიმულაციური მოდელების შექმნა  ინტერდისციპლინარულ ცენტრებში, ბიომედიცინის ვირტუალური მეთოდების სწავლებისთვის, რომელიც ზეგავლენას მოახდენს  სწავლების ხარისხზე საქართვლოს სხვა უნივერსიტეტებში. საქართველოს უჭირავს უნიკალური პოზიცია სამხრეთ კავკასიაში, მას  კარგი ურთიერთობა და მჭიდრო კავშირები გააჩნია სომხეთთან და აზერბაიჯანთან. შესაბამისად, თსუ-ს შეუძლია რეგიონში ითამაშოს საგანმანათლებლო ცენტრის როლი და უხელმძღვანელოს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას სამხრეთ კავკასიაში.  


საკონტაქტო პირი: ნინო გაჩეჩილაძე

1 ჭავჭავაძის გამზირი

თბილისი

0179
საქართველო
T: +995 32 222 11 02, +995 32 233 04 18, +995 595 60 65 39
Fax: +995 32 222 5107
Email: nino_gache@yahoo.com


მულტიდისციპლინარული ცენტრის წევრები

ნინო გაჩეჩილაძე (ხელმძღვანელი)

ნინო ჭიკაძე - ადმინისტრატორი           

თამარ სულაძე - მიკრობიოლოგი

შოთა ბარბაქაძე - IT ექსპერტი

ლევან კაპანაძე - IT ექსპერტი

ნუნუ მიცკევიჩი და თამარ ცერცვაძე - მარკეტინგი

ნინო ამაღლობელი - სპეციალისტი ინტელექტუალურ საკუთრებათა ცენტრ „საქპატენტი“ დან

დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტი (სდასუ)  

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) 1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე დაარსდა.   მიუხედავად იმისა, რომ სდასუ ახალი კერძო უნივერსიტეტია,  მან ბოლო 22 წლის განმავლობაში განსაკუთრებული რეპუტაცია მოიპოვა და თავისთავს წარმოაჩენს როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ უნივერსიტეტადაც. სდასუ გამოირჩევა მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალითა და სასწავლო პროგრამებით, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ამჟამად სწავლობს1500-ზე მეტი სტუდენტი, რომელთაც სდასუ სთავაზობს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურს: ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურას. სდასუ ასევე წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. იგი მოიცავს ხუთ ძირიტად მიმართულებას, მათ შორის მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლას 200-ზე მეტი სტუდენტით. სდასუ-ს მთავარი პრიორიტეტი არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია, თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიაზე წვდომა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან, განსაკუთრებით ელექტრონული სწავლების და IT დაფუძნებული სწავლებაზე ორიენტაციით. სდასუ კარგადაა აღჭურვილი ყოველივე ამისათვის თავისი მაღალკვალიფიციური IT პერსონალითა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტით.


საკონტაქტო პირი: მარინა თევზაძე
25 ჭავჭავაძის გამზირი
თბილისი
0179
საქართველო
T: +995 322 252788, + 995 593118400, +995 322 252788
Fax: +995 322 252788
Email: nino_gache@yahoo.com

 

მულტიდისციპლინარული ცენტრის წევრები
მარინა თევზაძე - ხელმძღვანელი და საქმეთა მწარმოებელი 
მაია მიქელაძე - მიკრობიოლოგი  
ტატო ოიკაშვილი - IT ექსპერტი
იაკობ ჯავაშვილი - IT ექსპერტი

 


 

აზერბაიჯანი


ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU)

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU) შეუერთდა ბოლონიის ხელშეკრულებას 2005 წელს. ეს არის წამყვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი აზერბაიჯანში. BSU-ს ჰყავს 18,000-ზე მეტი ადგილობრივი და 1400-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი, რომლებიც სწავლობენ 16 ფაკულტეტზე 55 საბაკალავრო და 153 სამაგისტრო ხარისხის ფაკულტეტები. BSU შევიდა ორმხრივ თანამშრომლობაში 46 მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან. BSU-ს დისტანციური და ელექტრონული სწავლების მეთოდების გამოყენების ძლიერი ტრადიცია აქვს.  IT მეთოდოლოგია (TV და DVD) ასევე გამოყენებულია შეფასებისთვის. BSU განსაკუთრებით დაინტერესებულია ბიოსამედიცინო ვირტუალური კურსების შეძენით, შექმნითა და განვითარებით. ბიოლოგიის ფაკულტეტი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული კლასითა და Wi-Fi-ით.  თანამშრომლებმა ტრენინგი გაიარეს IT ტექნოლოგიაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების უნივერსიტეტებში წინა Tempus-ის პროექტების ფარგლებში. BSU ადმინისტრაცია მოელის, რომ ბიო-მედიცინის ვირტუალური სიმულაციების განვითარების (MICVL) ინოვაციური მრავალპროფილიანი ცენტრის დაფუძნება და განვითარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს BSU-ში.

საკონტაქტო პირიიაშარ ომაროვი 
23 Z. Khalilov
ბაქო
AZ 1148
აზერბაიჯანი
T: +994 12 537 24 43
Fax: +994 12 210 35 87
Email:yashar77@rambler.ru

 

მულტიდისციპლინარული ცენტრის წევრები

იაშარ ომაროვი - საკონტაქტო პირი და თავმჯდომარე
ხუდავერდი განბაროვი - მიკრობიოლოგი,
ელვინ შუკუროვი - IT ექსპერტი,
ლამან აზიზოვა - მარკეტინგის ექსპერტი.

 

 აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი (AMU)

აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი - AMU რამდენიმე წლის წინ შეუერთდა ბოლონიის პროცესს. ამჟამად სწავლობს 15,000-ზე მეტი სტუდენტი. ეს არის მთავარი სამედიცინო უნივერსიტეტი აზერბაიჯანში, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნული ჯანდაცვის პროფესიონალების მომზადებაში სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. AMU-ში ისწავლება იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის საგნები თერაპიულ, პედიატრიულ და ბიო-სამედიცინო ფაკულტეტებზე. სტუდენტები სამივე ფაკულტეტიდან განსაკუთრებით დაინტერესებული არიან სწავლების ახალი მეთოდებით -  ელექტრონული სწავლების და ვირტუალური სიმულაციების მეშვეობით. უნივერსიტეტს აქვს ძლიერი IT კათედრა, რომელიც მართავს ინტრანეტს და შეუძლია ონლაინ მხარდაჭერა. არის კარგად აღჭურვილი კომპიუტერული კლასტერი წინა Tempus პროექტების წყალობით, რომლებსაც მართავენ ამ კონსორციუმით. AMU-ს ჰყავს კვალიფიციური და კარგად მომზადებული კადრები, მათი ნაწილი სპეციალურად იქნება დასაქმებული ამ პროექტის განხორციელებაში, რაც მოიცავს  როგორც ბიო-მედიცინის ექსპერტებს, ასევე  IT პერსონალს. ბიოლოგიასა და მედიცინაში MICVL-ის დაარსება წარმოადგენს  AMU-ს პრიორიტეტს.  


საკონტაქტო პირიგულნარა ნასრულაიევა 

23 Bakikhanov street
ბაქო
AZ1022
აზერბაიჯანი
T: +994 12 95 35 66
Fax:+994 12 98 38 70
Email:g.nasrullayeva@hotmail.com

მულტიდისციპლინარული ცენტრის წევრები

გულნარა ნასრულაიევა - ხელმძღვანელი
ზაურ ჰაჯიევი - IT ექსპერტი
ჰაგიგატ გადიროვა - მიკრობიოლოგი


 

უკრაინა


ოდესის ეროვნული უნივერსიტეტი (ONU)

ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის მსოფლიო აღიარება, როგორც ერთ-ერთი უკრაინული წამყვანი  უნივერსიტეტისა, გამყარებულია მისი თანამშრომლობით მსოფლიოს თითქმის 100 უნივერსიტეტთან. ეს მოიცავს საერთაშორისო თანამშრომლობას პროექტებში, რომლებიც დაფინანსებულია TEMPUS-TACIS, INTAS, KNOW-HOW, SCOR-ის და სხვა პროგრამებით. ONU არის ცნობილი ეროვნული, სამეცნიერო და კულტურული ცენტრი უკრაინაში, რომელსაც მიენიჭა სრული მეოთხე დონის აკრედიტაცია. ONU-შიარის ძლიერი IT ცენტრი, რომელიც მიმართულია IT ტექნოლოგიებში ტრენინგებისა და სხვადასხვა საინფორმაციო სისტემების დანერგვასა და ამოქმედებისკენ, რათა დაეხმაროს საუნივერსიტეტო განათლების მართვაში და ხარისხის უზრუნველყოფაში. ამჟამად ONU ჩართულია რესურსების დაზოგვის სწავლების ტექნოლოგიების განვითარებაში, რაც ეფუძნება  ელექტრონულ სწავლებას და ვირტუალურ სიმულაციებს.



საკონტაქტო პირი: ვლადიმირ ივანიცა
2 Shampansky lane
ოდესა
65058
უკრაინა
T:+38 048 7317151, +38 067 483 0611
Fax:+38 048 7317151
Email: v_ivanit@ukr.net

 

მულტიდისციპლინარული ცენტრის წევრები

ვლადიმირ ივანიცა - ხელმძღვანელი
ტატიანა სტეპანოვა - მარკეტინგი და მენეჯმენტი
ჟ. შერგიეივა - მიკრობიოლოგინ. ვასილიევა (IT)
მ.ჩაბანი - IT ექსპერტი
ს. აფონინი - IT ექსპერტი

 

ივან ფრანკოს ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტი (LNU)

ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტი (LNU) არის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უკრაინაში, რომელსაც გააჩნია მეოთხე დონის ეროვნული აკრედიტაცია. LNU თავისი თანამშრომლობა გააფართოვა უნგრეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, ავსტრიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მოლდოვის უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან. ორმხრივი სამეცნიერო შეხვედრები სულ უფრო და უფრო მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ხდება. უკრაინაში LNU უფლება აქვს, განსაზღვროს განათლების სფეროები და ასევე დამოუკიდებლად განსაზღვროს  განათლებისა და მომზადების ფორმები და მეთოდები. LNU შეიმუშავებს და ახორციელებს საკუთარ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია სწავლებისა და შესწავლის მოდერნიზაციასა და განვითარებაზე. ეს მოიცავს IT-ზე დაფუძნებული სწავლებისა და კომპიუტერული სწავლების მეთოდოლოგიის ხელშეწყობას. LNU განსაკუთრებით დაინტერესებულია რესურსების დაზოგვის სწავლების ტექნოლოგიების განვითარებაში, რომლებიც ეფუძნება ელექტრონულ სწავლებას და ვირტუალურ სიმულაციას.   

საკონტაქტო პირი: სვეტლანა ჰნატუში 
4 Hrushevskogo
ლვოვი
79005
უკრაინა
T: +38 032 239 4357 
Fax: +38 032 260 3235
Email: gnatuk88@ukr.net

 

მულტიდისციპლინარული ცენტრის წევრები